„შავი ზღვის უნივერსიტეტმა“ ფინანსური დავალიანება გადაიხადა
„შავი ზღვის უნივერსიტეტმა“ ფინანსური დავალიანება გადაიხადა
14:47 26.08.2018
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს" სახელმწიფოს წინაშე შეუსრულებელი ფინანსური დავალიანება აღარ აქვს. უნივერსიტეტმა სასამართლო პროცესის დასრულებამდე დავალიანება სრულად გადაიხადა.


შავი ზღვის უნივერსიტეტის რექტორის, ილიას ჩილოღულუს განცხადებით, სასამართლოში დავას მანამ გააგრძელებენ, სანამ ავტორიზაციის საბჭო გადაწყვეტილებას არ გააუქმებს.
"თანხის გადახდის შემდეგ ვაგრძელებთ სასამართლოში დავას. ვითხოვთ სტუდენტების უფლებების აღდგენას. გვინდა, წელს პირველკურსელები მივიღოთ"-განაცხადა რექტორმა.

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" სტუდენტები მამუკა ბახტაძესთან შეხვედრასაც ითხოვენ.
"თხოვნით მივმართეთ ბატონ პრემიერს, რომ შეგვხვდეს და პირადად მოისმინოს ჩვენგან ის დეტალური ინფორმაცია, რაც ამ ეტაპზე "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" ირგვლივ არის. ასევე პრემიერს ვსთხოვეთ, ამ პროცესებს სათავეში პირადად ჩაუდგეს და განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს გადაწყვეტილების გაბათილება და ახალი სამართლიანი გადაყვეტილების მიღება მოსთხოვოს "-განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

შეგახსენებთ, 2018 წლის 20 აგვისტოს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს" მიენიჭა ავტორიზაცია და 1 წლის ვადით შეეზღუდა სტუდენტთა მიღების უფლება.

ბეჭდვა