მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმრებისთვის ამანათების მიღება უზრუნველყოფილი იქნება
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმრებისთვის ამანათების მიღება უზრუნველყოფილი იქნება
10:31 24.08.2018
სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულების/მსჯავდებულებისთვის მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას უზრუნველყოფს.

კანონით დადგენილი წესით, ამანათებს მიიღებს ყველა პენიტენციური დაწესებულება 27 აგვისტოს დილის 10:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე, 28 აგვისტოს დილის 10:00 საათიდან დღის 13:00 საათამდე.

"სპეციალურ პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს"-აცხადებენ უწყებაში


ბეჭდვა