დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
16:34 22.08.2018
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, IIIა და V მიკრორაიონების გაფრინდაულის, გვეტაძის, აგლაძის, ყიფიანის და ჯაბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I და II კვარტლების, ანაპის 414 დივიზიის, მესხის, კელაპტრიშვილის, ბიჩინაშვილის, ხუდადოვის და სტურუას, ხოლო 10 საათიდან 17 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირის, ოთარ ჭელიძის, ბუდაპეშტის, ონიაშვილის, კანდელაკის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლები.

ბეჭდვა