ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის გამოსავლენად ეროვნულმა კინოცენტრმა
სპეციალური კომისია შექმნა.
კომისია 9 წევრისგან შედგება:
1. დიმიტრი მამულია - კინორეჟისორი
2. გივი-ბესიკ ოდიშარია - სცენარისტი
3. ლომერ ახვლედიანი - ოპერატორი
4. ია შუღლიაშვილი - მსახიობი
5. კახა კანდელაკი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი
6. ზურაბ მაღალაშვილი - ეროვნული კინოცენტრის დირექტორი
7. კოტე ჯანდიერი - სცენარისტი
8. ნინო მხეიძე - კინომცოდნე
9. ლევან კიტია - კინორეჟისორი
რამდენიმე კვირის წინ ამერიკის კინოაკადემიამ ტრადიციულად თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს შეერჩია 2018 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.
24 ივლისს ეროვნულმა კინოცენტრმა განაცხადების მიღება დაიწყო, რომელიც 3 აგვისტოს დასრულდა. ამერიკის კინოაკადემიისა და ეროვნული კინოცენტრის მოთხოვნების გათვალისწინებით, სულ შემოვიდა 6 განაცხადი. შესაბამისად, ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 6 ქართული ფილმი იბრძოლებს:
"ხიბულა" - რეჟისორი გიორგი ოვაშვილი
"ნამე" - რეჟისორი ზაზა ხალვაში
"ჰორიზონტი" - რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი
"დედე" - რეჟისორი მარიამ ხაჭვანი
"ექვთიმე ღვთისკაცი" - რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე
"ჰამლეტი" - რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი
კომისიის წევრებისთვის შერჩეული ფილმების დახურული ჩვენებები 30 და 31 აგვისტოს გაიმართება, 31 აგვისტოს კი ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამარჯვებული ფილმი გამოვლინდება, რომელიც წელს საქართველოს კანდიდატი ფილმი გახდება ოსკარზე.
