დიდუბეში 11 მისამართზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტები დაფინანსდა
დიდუბეში 11 მისამართზე  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტები დაფინანსდა
15:04 21.08.2018

დიდუბის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის შესაბამისად, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები 11 მისამართზე დაფინანსდა.

ამ ეტაპზე, შენობის ბრტყელი და ქანობიანი სახურავების რეაბილიტაცია დიღმის მასივის მე-3 კვარტლის N26 კორპუსში და აკაკი წერეთლის გამზირის N13 კორპუსში მიმდინარეობს, ხოლო ბაგრატიონის ქუჩის N29-სა და დიღმის მასივის მე-3 კვარტლის N5 კორპუსში სამუშაოები უკვე დასრულდა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განცხადებების საფუძველზე, ერთ მისამართზე მიმდინარეობს სართულშუა ნაპრალების ამოვსების სამუშაოები, ხუთ მისამართზე - შიდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია, ხოლო ერთ მისამართზე უკვე დასრულდა.

აღნიშნულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ასრულებენ და მათი საერთო ღირებულება 143 440 ლარს შეადგენს.








ბეჭდვა