გამოკითხულთა 75.7% პროცენტი NDI-ს კვლევების შედეგებს არ ენდობა
გამოკითხულთა 75.7% პროცენტი NDI-ს კვლევების შედეგებს არ ენდობა
11:36 22.07.2012
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 75.7% ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული  ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს არ ენდობა.
კითხვაზე - „მიგაჩნიათ თუ არა რომ NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევები რეალურად ასახავს ქართული საზოგადოების განწყობას“, 75.7 პროცენტმა უარყოფითი პასუხი გასცა, 10.8 პროცენტს კი მიაჩნია, რომ NDI -ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები საზოგადოების რეალურ განწყობას ასახავს.
კითხვაზე პასუხის გაცემა გამოკითხვაში მონაწილე პირთა 13.5 პროცენტს გაუჭირდა.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ შემდეგი გამოკითხვის თემა ქვეყანაში სატელიტური ანტენების მასობრივი დაყადაღების საკითხი იქნება, კითხვით - „მიგაჩნიათ თუ არა, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღება პოლიტიკური მოტივით მოხდა?“

ბეჭდვა