თი ბოტი The Chemical Brothers-ის მსმენელს სპეციალურ აქციას სთავაზობს
თი ბოტი The Chemical Brothers-ის მსმენელს  სპეციალურ აქციას სთავაზობს
10:07 21.08.2018
თიბისის თი ბოტმა The Chemical Brothers-ის მსმენელისთვის სპეციალური აქცია დაიწყო.

ის, ვინც 1 სექტემბრამდე თი ბოტის შეთავაზებით ისარგებლებს, The Chemical Brothers -ის კონცერტის ბილეთების შეძენას 44%-იანი ფასდაკლებით შეძლებს.


აქციაში ჩართვა ძალიან მარტივია. მომხმარებელმა Facebook Messenger -ში თი ბოტს The Chemical Brothers-ის კონცერტის შესახებ უნდა მისწეროს, რის შემდეგაც თი ბოტისგან პრომოკოდს მიიღებს. პრომოკოდის გამოყენება შესაძლებელია 1 სექტემბრამდე, tkt.ge-ზე ბილეთების შეძენისას.

ფასდაკლება ვრცელდება როგორც Silver, ისე  Gold კატეგორიის ბილეთებზე. პრომოკოდის გამოყენებით ერთ მომხმარებელს შეუძლია მაქსიმუმ 6 ბილეთის შეძენა.


პრომოკოდების რაოდენობა შეზღუდულია. ასე რომ იჩქარეთ, შეიძინეთ ბილეთები თი ბოტის სპეციალური შეთავაზებით და გახდით დაუვიწყარი სანახაობის მონაწილე.


ცნობილი ინგლისური დუეტის, The Chemical Brothers-ის კონცერტი 1 სექტემბერს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება. ღონისძიების წარმდგენები "ისტერნ პრომოუშენსი" და თიბისი სტატუსი არიან.
ბეჭდვა