ბათუმის ბულვარში დღეს ჟურნალ National Geographic-ის ფოტო-გამოფენა გაიხსნება.
გამოფენაზე წარდგენილი 30 ფოტოს დათვალიერების
შესაძლებლობა მსურველებს აგვისტოს ბოლომდე ექნებათ.
ფოტო-გამოფენა ჟურნალ National Geographic-ის ქართულენოვან გამოცემას ეძღვნება, რომლის პირველი ნომერი 2012 წლის ოქტომბერში გამოვა.
National Geographic Georgia-ს კომპანია „სილქნეტი” აფინანსებს.
„სილქნეტი” თავის აბონენტებს ჟურნალის ფასდაკლებით გამოწერას სთავაზობს. IPTV-მომხმარებლებს შეეძლებათ, სახლიდან გაუსვლელად, ტელემენიუში ინტეგრირებული ღილაკის მეშვეობით ჟურნალის გამომწერები გახდნენ.
National Geographic Georgia-ს გამოწერა ასევე, „სილქნეტის“ ცხელ ხაზზე - 2 100 100 - დარეკვით იქნება შესაძლებელი.
ჟურნალი აშშ-ს ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების ოფიციალური გამოცემაა. ის 37 ენაზე გამოიცემა, 100-ზე მეტ ქვეყანაში ვრცელდება და 60 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს.
