ბათუმში “National Geographic”-ის ფოტო-გამოფენა გაიხსნება
ბათუმში “National Geographic”-ის ფოტო-გამოფენა გაიხსნება
17:12 21.07.2012
ხვალ ბათუმის ბულვარში, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ ჟურნალ “National Geographic”-ის ფოტო-გამოფენა გაიხსნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი 30 ფოტოს დათვალიერების შესაძლებლობა მსურველებს აგვისტოს ბოლომდე ექნებათ.
ფოტო-გამოფენა ჟურნალ “National Geographic”-ის ქართულენოვან გამოცემას ეძღვნება, რომლის პირველი ნომერი 2012 წლის ოქტომბერში გამოვა.
“National Geographic Georgia”-ს კომპანია „სილქნეტი” აფინანსებს.
„სილქნეტი” თავის აბონენტებს ჟურნალის ფასდაკლებით გამოწერას სთავაზობს. IPTV-მომხმარებლებს შეეძლებათ, სახლიდან გაუსვლელად, ტელემენიუში ინტეგრირებული ღილაკის მეშვეობით ჟურნალის გამომწერები გახდნენ.
“National Geographic Georgia”-ს გამოწერა ასევე, „სილქნეტის“ ცხელ ხაზზე დარეკვით იქნება შესაძლებელი.
ჟურნალი აშშ-ს ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების ოფიციალური გამოცემაა. ის 37 ენაზე გამოიცემა, 100-ზე მეტ ქვეყანაში ვრცელდება და 60 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს.

ბეჭდვა