ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს სამი დღით ჩაკეტავს
 ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი  ე.წ. საზღვარს სამი დღით ჩაკეტავს
16:35 15.08.2018
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების სამსახური ე.წ. საზღვრებს 3 დღით ჩაკეტავს. ინფორმაციას ე.წ. რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების პრესსამსახური ავრცელებს.
ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებს უკავშირდება.

შეზღუდვა 24 აგვისტოს 20 საათიდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე იმოქმედებს.

ბეჭდვა