ტრაპზონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოინახულებს
ტრაპზონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოინახულებს
12:02 15.08.2018
ტრაპზონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების მონახულებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი გეგმავს.

საქართველოს გენერალური კონსულის ტრაპიზონში, ავთანდილ მიქაცაძის განცხადებით, ამ დრომდე მძიმეა ცოლ-ქმრის მდგომარეობა. ორივე მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მესამე დაშავებული კი შედარებით უკეთ გძნობს თავს. 

"ქალბატონი შედარებით უკეთ გრძნობს თავს, მისი ჯანმრთელობის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია, ამ დროისათვის. გუშინ მას ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია წარმატებით. მეორე კლინიკაში გვყავს ცოლ-ქმარი, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ახლა ველოდებით აჭარის დელეგაციას და ქართველ სპეციალისტებს," -განაცხადა ავთანდილ მიქაცაძემ.


შეგახსენებთ, ავარია ტრაპზონში გუშინ, გამთენიისას, მოხდა. საქართველოს სანომრენიშნიანი მიკროატობუსით თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე 21 ქართველი მიდიოდა.



ბეჭდვა