იტალიაში ავტოსაგზაო ხიდის ჩანგრევასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს
იტალიაში ავტოსაგზაო ხიდის ჩანგრევასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს
18:08 14.08.2018
იტალიაში, ქ. გენუაში ავტოსაგზაო ხიდის ჩანგრევასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" უცვლელად გთავაზობთ.

"საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ
დღეს, 14 აგვისტოს, დაახლოებით 11:30 სთ-ზე, შტორმის შედეგად, ქ. გენუაში ავტოსაგზაო ხიდის ჩანგრევასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო იმყოფება მუდმივ კონტაქტზე იტალიის შესაბამის უწყებებთან.
ადგილობრივი დროით 15:30 სთ-ის მონაცემებით, გარდაცვლილია 20, დაშავებულია 13 ადამიანი. იტალიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შალა ცრისი) ინფორმაციით, ამ ეტაპზე, უბედური შემთხვევის მსხვერპლთა იდენტიფიკაცია არ დასრულებულა და ცნობას დაღუპულთა ან დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ არ ფლობენ.
ადგილზე მუშაობენ სასწრაფო, სახანძრო და სამაშველო სამსახურები. დამხმარე ბრიგადები გენუაში ახლომდებარე ქალაქებიდანაც ჩავიდნენ. დღეს საღამოს გენუაში გაემგზავრება იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +39 333 8879123"- ნათქვამია განცხადებაში.

ბეჭდვა