თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის ორგანიზებით, პრესის სარეალიზაციო სტენდი–ველოსიპედები კუს ტბასა და წყნეთშიც იმოძრავებს.
როგორც „ნიუსპრესს“ პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციიდან აცნობეს, ბათუმის შემდეგ, ეს საქართველოს რიგით მეორე და მესამე საკურორტო ადგილებია, სადაც ორგანიზაცია ბეჭდური მედიის გავრცელებას შვებულებების სეზონზე აქტიურად აპირებს.
ორგანიზაციის რეგიონული განვითარების მენეჯერის ირაკლი სამხარაძის განცხადებით, ამ დროისთვის ბათუმში 5 სტენდი–ველოსიპედი და 15 სტენდი–ურიკა მოძრაობს, კუს ტბასა და წყნეთში კი ჯერჯერობით თითო-თითო.
თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია, მსგავს აქციებს მომავალში საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს.
დღეისთვის, პრესის გავრცელების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციამ საქართველოს მასშტაბით პრესის 200–მდე რეალიზატორი დაასაქმა.
