ფეროშენადნობთა ქარხნის მუშებს ხელფასები 35 % - ით გაეზრდებათ
ფეროშენადნობთა ქარხნის მუშებს ხელფასები 35 % - ით გაეზრდებათ
14:16 21.07.2012
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებს ხელფასი 35 % -ით გაეზრდებათ. შეთანხმება ქარხნის ადმინისტრაციასა  და აქციის მონაწილეებს შორის წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
,,ხელისუფლების წარმომადგენლებმა ორივე მხარის მოლაპარაკების პროცესი უზრუნველყვეს და მაქსიმუმი გააკეთეს შედეგის მისაღწევად. გადაწყდა, რომ ქარხნის თანამშრომლების ხელფასები 35 % - ით გაიზრდება“ - განაცხადა იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ გია აბესალაშვილმა.
მისივე თქმით, დაახლოებით ერთ თვეში მოლაპარაკებები კვლავ განახლდება და მუშების ანაზღაურების მომატების საკითხზე ისევ იმსჯელებენ.
ხელფასების მომატების მოთხოვნით, ფეროშენადნობთა ქარხნის მუშებმა გუშინ გაფიცვა მოაწყვეს.

ბეჭდვა