ტელეკომპანია “მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მედიასაშუალებების წარმომადგენელთა შეხვდრა მიმდინარეობს
ტელეკომპანია “მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მედიასაშუალებების წარმომადგენელთა შეხვდრა მიმდინარეობს
13:35 21.07.2012
სასტუმრო “თბილისი მარიოტში“ მედიასაშუალებების წარმომადგენელთა შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.
მედიასაშუალებების ხელმძღვანელები ტელეკომპანია “მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე “ნიუსპრესს“ გაზეთ რეზონანსის რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა განუცხადა, მსჯელობა ძირითადად იმ საკითხზე წარიმართება თუ როგორ უნდა მოხდეს “მაესტროსთვის“ დაყადაღებული ანტენების უკან დაბრუნება.
“შევიკრიბეთ მედიასაშუალებების ხელმძღვანელები, რათა მხარი დავუჭიროთ “მაესტროს“ და მოვძებნოთ გზები სამართლიანობის აღსადგენად. ვგულისხმობ “მაესტროს“ სატელიტური ანტენების უკან დაბრუნებას რომლებიც მას უკანონოდ წაართვეს“ - განაცხადა ტუღუშმა.
გარდა მედიასაშუალებების წარმომადგენლებისა მას, შეხვედრას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელიც ესწრება.
შეხვედრის მონაწილეები სპეციალური მიმართვის ტექსტზე მუშაობენ. რომელიც მსჯელობის პროცესში საბოლოო სახეს მიიღებს და მედიასაშუალებებით გავრცელდება.

ბეჭდვა