ანაკლიაში გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა
ანაკლიაში გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა
10:49 13.08.2018
ანაკლიაში გზებისა და არხების გაწმენდითი სამუშაოები დღეს დილიდან  განახლდა. სავარაუდოდ, სწორედ არხების გაწმენდის შემდეგ განხორციელდება საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაობიც.
ადგილობრივები სტიქიის მიზეზად პორტის არასწორად დაგეგმილ მშენებლობას ასახელებენ და ხელისუფლებას ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ.

"იმის ნაცვლად რომ გაგანია ზაფხულის სეზონში ხალხს ჰყავდეს ტურისტები, ხალხს ჰყავს გველები, მღრღნელები და ბაყაყები. ანაკლის მოსახლეობას აინტერესებს, ჩქარა მოხდეს ამ ყველაფრის აღწერა და ანაზღაურება" - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
ანაკლიაში უკვე მეოთხე დღეა, სტიქიის შედეგებს ებრძვიან.


ბეჭდვა