პრემიერი: დიდგორი ჩვენი გმირული ისტორიაა, ჩვენი სიძლიერის, თავისუფლების, ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლო
პრემიერი: დიდგორი ჩვენი გმირული ისტორიაა, ჩვენი სიძლიერის, თავისუფლების, ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლო
19:59 12.08.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქართველ ხალხს დიდგორობის დღესასწაულს ულოცავს.

„ყველას გილოცავთ დიდგორობის დღესასწაულს! დიდგორი ჩვენი გმირული ისტორიაა, ჩვენი ქვეყნის სიძლიერის, თავისუფლების, ქართველი ხალხის ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლო.

ჩვენი დიდგორი გრძელდება და ეს არის ჩვენი თავდადებული ბრძოლა ქვეყნის წინსვლისთვის. გისურვებთ მშვიდობას, ჩვენი სამშობლოს გაძლიერებას და გამთლიანებას“-ნათქვამია პრემიერის მისალოც განცხადებაში.

დიდგორის ძლევამოსილი გამარჯვებიდან დღეს 897 წელი შესრულდა.

ბეჭდვა