საქართველოში ევროპული სკოლის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი გაიხსნა
საქართველოში ევროპული სკოლის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი გაიხსნა
19:06 12.08.2018
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, ევროკავშირის დაფინანსებით და მხარდაჭერით, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრმა“ საერთაშორისო ბანაკი - „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018 საქართველოში“ გაიხსნა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 100 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის შერჩეული მონაწილეები.


21 დღის განმავლობაში ახალგაზრდები დასვენებასთან ერთად, სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებით და სპორტულ აქტივობაში ჩაერთვებიან. გაეცნობიან ახალგაზრდული ინიციატივების საუკეთესო მაგალითებს სხვადასხვა სფეროში, ასევე ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი ქვეყანა წარმოაჩინონ და ახალი მეგობრები შეიძინონ.

პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ ახორციელებს.

ბეჭდვა