მარიამ ჯაში: თითოეული ჩვენთაგანის ვალია მომავალ თაობებს შემოვუნახოთ აგვისტოს შემზარავი ტრაგედიის და ჩვენი თანამედროვეობის გმირების ისტორიები
მარიამ ჯაში: თითოეული ჩვენთაგანის ვალია მომავალ თაობებს შემოვუნახოთ აგვისტოს შემზარავი ტრაგედიის და ჩვენი თანამედროვეობის გმირების ისტორიები
13:11 12.08.2018
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეექვსე კორპუსის ფასადზე დღეს „აგვისტოს კედელი" გაიხსნა - სტენსილი, რომელიც 8 აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან 10 წლისთავს ეძღვნება.

„აგვისტოს კედელი" ახალგაზრდა ქართველ ხელოვანს გიორგი გაგოშიძეს ეკუთვნის.

მემორიალური კედლის გახსნაზე მარიამ ჯაშმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს გიორგი კეკელიძეს და „საერთაშორისი გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენლებს, რომელთა ერთობლივი თანამშრომლობითაც შეიქმნა „აგვისტოს კედელი".

ბეჭდვა