„ქართული ოცნება“ მუსულმანებს რამადანის დაწყებას ულოცავს
„ქართული ოცნება“ მუსულმანებს რამადანის დაწყებას ულოცავს
12:55 21.07.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის  მუსლიმებს მუსლიმური სამყაროსთვის ყველაზე წმინდა დღესასწაულის - რამადანის დაწყებას ულოცავენ.
„საქართველოში რელიგიურ ტრადიციებს დიდ პატივს სცემენ. დასაფასებელია ის დამოკიდებულება, რაც ჩვენს მრავალეთნიკურ მოსახლეობას ერთმანეთის მრწამსის მიმართ გააჩნია. სულით და გულით ვუერთდებით იმ სადღესასწაულო განწყობას, რომელიც ყოველი მუსლიმის გულში სუფევს“ - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კოალიციის წარმომადგენლების განცხადებით, მათი სურვილია, რომ რამადანის დასრულების შემდეგ, თითოეული ოჯახი კეთილდღეობით უფრო გაძლიერებული იყოს.

ბეჭდვა