გუდაურისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა თავისუფალია
გუდაურისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა თავისუფალია
14:21 10.08.2018
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა, სადაც გუშინ მეწყერი ჩამოწვა, უკვე თავისუფალია.
გუდაურისკენ მიმავალ გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.
ტურისტები კი, რომლებიც თრუსოს ხეობაში იყვნენ ჩარჩენილები, მაშველებმა საფეხმავლო გზით გამოიყვანეს.
„ხეობაში ბუნების დასათვალიერებლად ვიმყოფებოდით, რა დროსაც ძლიერი წვიმა დაიწყო, გვეგონა წვიმა მალე გადაიღებდა, თუმცა წყალი იმდენად სწრაფად მოვარდა, რომ მდინარის გადმოლახვა საშიში გახდა. ჩვენთან ერთად კიდევ 10-ზე მეტი ტურისტი იმყოფებოდა.
სამაშველო სამუშაოები 5 საათის განმავლობაში ცდილობდნენ ჩვენ გადმოყვანას. მუშაობდა მძიმე ტექნიკა. საბოლოოდ ყველა ჩვენგანი სამშვიდობოს გადმოგვიყვანეს“- განაცხადა ერთ-ერთმა ტურისტმა.

ბეჭდვა