თბილისის მეტრო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.
კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, მეტროს მუშაობის შეფერხება თბილისის რამდენიმე უბანში ელექტროენერგიის გათიშვამ გამოიწვია.
მათი თქმით, მეტროს საბურთალოს ხაზი დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში იყო გათიშული.
თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია დღეს რამდენჯერმე გაეთიშა.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, გათიშვა ერთ-ერთ უბანზე მოკლე ჩართვამ გამოიწვია. მათი განცხადებით, პრობლემა აღმოფხვრილია და დედაქალაქის ნაწილს ენერგომომარაგება რამდენიმე წუთში აღუდგება.
მოსახლეობის ნაწილს ასევე არ მიეწოდება წყალიც.
