სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად თელავში საველე ჰოსპიტალი გაიხსნა
სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად თელავში საველე ჰოსპიტალი გაიხსნა
11:27 21.07.2012
სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად თელავში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით საველე ჰოსპიტალი გაიხსნა.

სამედიცინო პუნქტში დაზარალებულ მოსახლეობას სამედიცინო დახმარებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალი უფასოდ გაუწევს.

კახეთის რეგიონში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვისტები და საინჟინრო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ, მობილიზებულია საჭირო ტექნიკა.
მათ მუშაობას თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი ხელმძღვანელობს. უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგების სრულ ლიკვიდაციამდე დარჩება.

ბეჭდვა