უამინდობის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, კერძოდ, სოფლების - სეთურებისა
და ქუმლისციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.
