„ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერი გიორგი თარგამაძე ხელისუფლებას სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობაზე ადეკვატური კომპენსაციის გაცემისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ თარგამაძემ დღეს, თელავში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მონახულების შემდეგ განაცხადა.
„მოუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ის დანაკლისი და დანაკარგი, რომელიც აქვს მოსახლეობას, ობიექტურად შეფასდეს და მათზე ადეკვატური კომპესაცია გაიცეს“ - აღნიშნა თარგამაძემ.
მისივე თქმთ, მთელი დღის განმავლობაში კახეთში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას ადგილზე ეცნობოდა და საგანგებოდ შექმნილ მობილურ ჯგუფებთან ერთად, შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობდა.
დღესვე, გიორგი თარგამაძემ, ლევან ვეფხვაძემ და ნიკა ლალიაშვილმა პირადად მიიღეს მონაწილეობა ერთ-ერთი დაზიანებული სახლიდან ნანგრევების გატანასა და მიდმებარე ტერიტორიის გაწმენდაში.
