ჯავის რაიონის სოფელ მზივში, რამდენიმე წუთის წინ 4,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
როგორც „ნიუსპრესს“ სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრა საშუალო სიმძლავრის იყო.
მიწისქვეშა ბიძგები იმერეთსა და რაჭაშიც იგრძნობოდა.
მიწისძვრა 17.51 საათზე დაფიქსირდა.
