საქართველოს მასშტაბით ტრენინგის „სამუზეუმო მასალების გამოყენება ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ეფექტიანობისათვის“ განხორციელება დაიწყო
საქართველოს მასშტაბით ტრენინგის „სამუზეუმო მასალების გამოყენება ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ეფექტიანობისათვის“ განხორციელება დაიწყო
14:36 02.08.2018
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და ამავე ცენტრის დირექტორის მოადგილე დავით ხვედელიძე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის განკუთვნილ ტრენინგს „სამუზეუმო მასალების გამოყენება ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ეფექტიანობისათვის“ დაესწრნენ.
ტრენინგზე მასწავლებლები ეცნობიან საქართველოს მუზეუმების საგანმანათლებლო პროგრამებს, მუზეუმებში არსებული რესურსების გამოყენების შესაძლებლობებს, სასწავლო და ვირტულაური ექსკურსიების დაგეგმვის პრინციპებს, სასწავლო პროექტებისა და სასწავლო რესურსების შექმნის გზებსა და საშუალებებს.
2-დღიან ტრენინგს ჯამში 1500 საბაზო და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გაივლის.
მოდულის წარმატებით გავლის შედეგად მასწავლებელი 1 კრედიტქულას მიიღებს.


ბეჭდვა