დავით სერგეენკო: კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი საოპერაციოში
დავით სერგეენკო: კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი საოპერაციოში
12:59 01.08.2018
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მას მარიხუანის ლეგალიზებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს კრიტიკის უფლება არ აქვს.
მისივე თქმით, წარმოუდგენელია მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი საოპერაციოში, მასწავლებელი ან ავიადისპეჩერი.
„ჩემდა გასაოცრად საკონსტიტუციო სასამართლოს აღმოაჩნდა უფრო მაღალი ექსპერტიზა ამ დარგის, ვიდრე ამ დარგის ექსპერტებს საკუთრივ, რომლებსაც დღესაც არ აქვთ შეჯერებული პოზიცია და მიმდინარეობს მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისკუსია. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება რაც მიიღო. მე არ მაქვს უფლება რომ დავიწყო კრიტიკა. თუმცა ჩემი პოზიცია არის ის, რომ კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი საოპერაციოში, მასწავლებელი ან ავიადისპეჩერი,“-განაცხადა დავით სერგეენკომ.

ბეჭდვა