სამგორის რაიონში ოთხი სკვერი ეწყობა
სამგორის რაიონში ოთხი სკვერი ეწყობა
10:47 01.08.2018
სამგორის რაიონში ოთხი ახალი სკვერი ეწყობა. მათ შორის, ბოგდან ხმელნიცკის N181-ის მიმდებარედ, სადაც სკამები და ფანჩატური დაიდგმება. ასევე, სამუშაოები მიმდინარეობს გარდაბნის გზატკეცილსა და მოსკოვის გამზირის N14-ის მიმდებარედ, სადაც ამ ეტაპზე განათების მოძები მონტაჟდება. ამ დროისთვის, სკვერის მოწყობა კუპრაძის ქუჩაზე N60-ის მიმდებარედ, დასრულებულია.

მიმდინარე და დასრულებული კეთილმოწყობის სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა გულედანმა დაათვალიერა.

სამგორის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს უკვე 12 სკვერის მოწყობა დაასრულა, სამ სკვერში კი სამუშაოები მიმდინარეობს.




ბეჭდვა