ვაკეში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტების დაფინანსება გრძელდება
ვაკეში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტების დაფინანსება გრძელდება
10:47 01.08.2018
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის მიხედვით, ვაკეში კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

ამ დროისთვის დასრულდა ქანობიანი სახურავის რეაბილიტაცია ხაბეიშვილის N3-ში, განახლდა წყლისა და წყალარინების ქსელი ფალიაშვილის N39-ში, ბოლო ეტაპზე კი ტერიტორიაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სახურავების, ლიფტების, საერთო სარგებლობის კიბეებისა და სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაციის გარდა, სადარბაზოების განახლება რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს: ვაჟა-ფშაველას V კვარტლის IV კორპუსის IV სადარბაზოში უკვე გამოიცვალა კიბეები, ამჟამად კი სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები სრულდება.

ბეჭდვა