საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წმინდა მიწაზე ვიზიტის დროს ჯვრის მონასტრის საკითხი არ განხილულა. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ.
"როგორც საინფორმაციო საშუალებებიდან ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა ჯვრის მონასტრის დაბრუნებასთან მიმართებაში. საზოგადოება ამ ფაქტს წმიდა მიწაზე კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტსაც უკავშირებს და გვთხოვენ კომენტარს. განვმარტავთ, რომ, მართალია, მისი უწმიდესობას, ილია II-ს, ვიზიტის პერიოდში შეხვედრები ჰქონდა როგორც სასულიერო ისე საერო უმაღლესი რანგის პირებთან, მაგრამ ჯვრის მონასტრის შესახებ საუბარი საერთოდ არ ყოფილა", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, საქართველოს ეკლესიას ჯერ-ჯერობით არა აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, კონკრეტულად რა ქმედებები განახორციელა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ.
