უახლოესი სამი დღე ძირითადად უნალექო იქნება
უახლოესი სამი დღე ძირითადად უნალექო იქნება
11:46 20.07.2012
უახლოესი სამი დღის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
როგორც „ნიუსპრესს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი. დღეს ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, ხვალ 2 გრადუსით მოიმატებს, 23 ივლისს კი, უფრო დაცხება.
დასავლეთ საქართველოში მომდევნო სამი დღე უნალექო იქნება. ტემპერატურა მოიმატებს და 37 გრადუსს მიაღწევს. ზოგგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
დედაქალაქში ხვალ უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა 31-32 გრადუსს, 23 ივლისს კი - 33-34 გრადუსს მიაღწევს.
სინოპტიკოსების განცხადებით, არამდგრადი ამინდები უახლოეს პერიოდშიც შენარჩუნდება, თუმცა, ცალკეულ რეგიონებში მოსალოდნელი ხანმოკლე წვიმა ტემპერატურაზე არ იმოქმედებს.

ბეჭდვა