"საპარტნიორო ფონდის" მხარდაჭერით, კახეთის რეგიონში დღეს სასტუმრო "ლოპოტა სპა
რეზორტის" გაიხსნება. ლოპოტას ტურისტული კომპლექსის გაფართოების პროექტის მეორე ფაზა დასრულდა. უმაღლესი კლასის სასტუმრო კომპლექსის გახსნის ცერემონია "ლოპოტა სპა რეზორტის" ტერიტორიაზე გაიმართება. ღონისძიებას კახეთში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნეს სექტორის, ფონდის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.
სასტუმრო ხვალ, 25 ივლისს, 12:30 სთ-ზე გაიხსნება.
