ხელვაჩაურში მშენებარე სახლის ჩამონგრევის შედეგად ოთხი მუშა დაშავდა
ხელვაჩაურში  მშენებარე სახლის ჩამონგრევის შედეგად ოთხი მუშა დაშავდა
14:57 23.07.2018
ხელვაჩაურში მშენებარე საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად ოთხი მუშა დაშავდა. დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს. მათ მოტეხილობა და დაჟეჟილობები აღენიშნებათ.
მიზეზი, თუ რამ გამოიწვია მშენებარე სახლის ჩამონგრევა, ამ დროისათვის უცნობია. მომხდარს სამართალდამცველები სწავლობენ.


ბეჭდვა