ბიოლოგიის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
ბიოლოგიის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
14:33 23.07.2018
ორი ბრინჯაოს მედლითა და ერთი წამახალისებელი სიგელით დაბრუნდა მოსწავლეთა ნაკრები ბიოლოგიის 29-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადიდან, რომელიც 15-22 ივლისს ირანში, თეირანში გაიმართა.
ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ ანა თოიძე (მეექვსე საავტორო სკოლა) და ბაჩუკი დალაქიშვილი (შპს თამარიონი), ხოლო საბა ბირკაძე (კომაროვის სკოლა) წამახალისებელი სიგელით დაჯილდოვდა.
სამინისტროს სახელით ვულოცავთ სკოლის მოსწავლეებს გამარჯვებას და მადლობას ვუხდით გუნდის ხელმძღვანელებს - ეკატერინე ბაკურაძეს, ირინა მოდებაძეს და ნანა ბარნაველს.
საქართველო ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაში (IBO) 2011 წლიდან მონაწილეობს.


ბეჭდვა