ტყიბულში მასშტაბური აქციები იწყება
ტყიბულში მასშტაბური აქციები იწყება
11:31 23.07.2018
ტყიბულში მეშახტეები  დაახლოებით ერთ საათში კულტურის სახლთან  შეიკრიბებიან.
აქციის მონაწილეები "საქნახშირის" ადმინისტრაციის შეცვლას ითხოვენ.

პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, ამ მოთხოვნის გარდა, ტყიბულელები პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას მოითხოვენ, რათა მინდელის შახტის შენარჩუნებასთან დაკავშირებით ბახტაძის განცხადებას ოფიციალური სახე მიეცეს.

"სასწრაფოდ იქნას გამოძიებული 5 აპრილის და 16 ივლისის უბედური შემთხვევების მიზეზები. გამოვლენილი იქნან და დასჯილი დამნაშავეები. ასევე ვითხოვთ, მოხდეს პრემიერ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრა.
ვფიქრობ, რაც მამუკა ბახტაძემ 16 ივლისს განაცხადა, წერილობითაც უნდა მივიღოთ"-განაცხადა დოლაბერიძემ.


ბეჭდვა