პროფკავშირების გაერთიანება ხვალიდნელ აქციაზე შრომის კოდექსს დაწვავს
პროფკავშირების გაერთიანება ხვალიდნელ აქციაზე შრომის კოდექსს დაწვავს
17:35 28.02.2012
"საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება" საქართველოში მოქმედ შრომის კოდექსს აპოტესტებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ორგანიზაცია ხვალ პარლამენტის შენობასთან აქციას გამართავს.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელთა განცხადებით, აქციით ისინი ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის ინიციატივას გამოეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც 29 თებერვალი "მოქმედების დღედ" გამოცხადდა.
გაერთიანების წარმომადგენლები ხვალ გამართულ აქციაზე მონაწილეებს ქვეყნის შრომითი კანონმდებლობის შეცვლის ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და შრომის კოდექსს საჯაროდ დაწვავენ.
პროფკავშირებში აცხადებენ, რომ არსებული შრომის კოდექსი საქართველოში სოციალური უსამართლობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.


ბეჭდვა