ვაკის რაიონში ახალი სკვერები ეწყობა
ვაკის რაიონში ახალი სკვერები ეწყობა
10:38 21.07.2018
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში სკვერების მოწყობა-განახლება მიმდინარეობს. ახალი სკვერები ნუცუბიძის IV მ/რ-ის 36-ე კორპუსისა და ვაჟა-ფშაველას V კვარტლის მე-2 კორპუსის მიმდებარედ ეწყობა.

დასასვენებელ სივრცეებში საბავშვო-გასართობი მოედნები და ფანჩატურები განთავსდება. ასევე, მოეწყობა სავალი ბილიკები და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. სკვერები გამწვანდება და განათდება.

ახალი სკვერების გარდა, ნუცუბიძის IV მ/რ-ის 24-ე კორპუსის ტერიტორიაზე არსებულის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.

ბეჭდვა