ტყიბულში დაშავებულ ორ მეშახტეს კანის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდება
ტყიბულში დაშავებულ ორ მეშახტეს კანის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდება
10:23 18.07.2018
ტყიბულის შახტში დაშავებულ ორ პირს კანის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდება.
დამწვრობის ცენტრის დირექტორის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ერთ მათგანს ოპერაცია დღეს ჩაუტარდება, მეორეს კი უახლოეს დღეებში.
„დღეს იგეგმება ერთ-ერთ პაციენტთან ადრეული ამოკვეთა და მტევნების გადანერგვა მათი ფუნქციის შენარჩუნების მიზნით, ხოლო მეორე პაციენტთან უახლოეს დღეებში იგეგმება ანალოგიური ოპერაცია“- განაცხადა ქაშიბაძემ.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულის შახტში ტრაგედია ორი დღის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 6 მეშახტე.

ბეჭდვა