გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის განცხადებით,
მდინარეთა აუზების საზღვრებში წყალმოსარგებლეებს შორის შესაძლო კონფლიქტების თავიდან აცილებისა და ქვეყნის წყლის რესურსების მდგრადი ათვისება/გამოყენების ხელშეწყობის მიზნით რეფორმები იგეგმება.
ამის შესახებ დავითაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.
„დაგეგმილია წყლის რესურსების მდგრადი მართვის ფართომასშტაბიანი რეფორმა, რაც ეფუძნება ევროპულ გამოცდილებას. რეფორმის მიზანია მდინარეთა აუზების საზღვრებში წყალმოსარგებლეებს შორის შესაძლო კონფლიქტების თავიდან აცილება და ქვეყნის წყლის რესურსების მდგრადი ათვისება/გამოყენების ხელშეწყობა.
ამავე დროს, დაგეგმილია ევროპული გამოცდილების გაზიარებით თევზჭერის სექტორის ახლებურად დარეგულირება, რათა ქვეყანაში მოხდეს თევზის რესურსის მდგრადი გამოყენება, თევზმეურნეობებისა და აკვაკულტურის მიმართულების განვითარება“- განაცხადა დავითაშვილმა.
