გარემოზე ზიანის მიყენების პრევენციისა და აღმოფხვრის რეგულირება „დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად მოხდება
გარემოზე ზიანის მიყენების პრევენციისა და აღმოფხვრის რეგულირება „დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად მოხდება
15:08 13.07.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობისა და მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვისათვის სისტემური რეფორმებია დაგეგმილია.


ამის შესახებ დავითაშვილმა პარლამენტის აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.


„ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობისა და მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვისათვის დაგეგმილია სისტემური რეფორმები.
გარემოსდაცვითი მმართველობის სისტემის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია ახალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემის შემოღება. გარემოზე ნებისმიერი სახის ზიანის მიყენების პრევენციისა და აღმოფხვრის რეგულირება „დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად მოხდება. რაც გულისხმობს გარემოს დაზიანების შემთხვევაში, მის აღსადგენად საჭირო გამასწორებელი ღონისძიებების განხორციელებას, ნაცვლად მიყენებული ზიანის მონეტარული ანაზღაურებისა, რომლის პრაქტიკაც დღეს ჩვენ გვაქვს და საკმაოდ ხარვეზიანია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ბეჭდვა