ივლისში დაგეგმილ სარაგბო ტურნირის თაობაზე ხვალ პრესკონფერენცია გაიმართება
ივლისში დაგეგმილ სარაგბო ტურნირის თაობაზე ხვალ პრესკონფერენცია გაიმართება
18:01 10.07.2018
თიბისი გალერეაში ხვალ, 11 ივლისს ახალი საერთაშორისო სარაგბო ტურნირის, “რაგბის ზაფხულის თასი 2018”-ის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირისა და თიბისი ბანკის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ტურნირი ივლისის ბოლოს ჩატარდება.

ტურნირის მონაწილეების, განრიგისა და სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.

პრესკონფერენცია 18:00 საათზე დაიწყება.



ბეჭდვა