სასტუმრო „რუმს თბილისის“ მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი დროებით დაიკეტება
სასტუმრო „რუმს თბილისის“ მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი დროებით დაიკეტება
15:10 09.07.2018
მერაბ კოსტავას ქუჩაზე, სასტუმრო „რუმს თბილისის“ მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია იწყება.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ჩაატარებს.

სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის 10 ივლისიდან 24 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დროებით შეიზღუდება მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა.

დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდება მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რის შედეგადაც მიწისქვეშა გადასასვლელს პირვანდელი იერსახე დაუბრუნდება.



ბეჭდვა