დუბლინის ახალმა ლორდ-მერმა თბილისსა და დუბლინს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების მზაობა გამოთქვა
დუბლინის ახალმა ლორდ-მერმა თბილისსა და დუბლინს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების მზაობა გამოთქვა
18:27 06.07.2018
ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა ახლადარჩეულ ლორდ-მერთან ნაიალ რინგთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს საელჩოსა და დუბლინის ქალაქის საბჭოს ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. ასევე, გამოითქვა დედაქალაქებს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების მზაობა.

საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ნაიალ რინგს მიულოცა დუბლინის ლორდ-მერს თანამდებობაზე არჩევა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს თბილისისსა და დუბლინს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს.



ბეჭდვა