საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ ისტორიულ პიკს მიაღწია
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ ისტორიულ პიკს მიაღწია
17:45 03.07.2018
ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო, საქართველოს ენერგოსისტემის პიკური მოხმარება-1920მგვტ დაფიქსირდა, რაც 80-იანი წლების შემდეგ ზაფხულის პერიოდისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
ეს მონაცემი გუშინ, 2 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე დაფიქსირდა,
ბოლო პერიოდში, მაღალი ტემპერატურის გამო, საქართველოს ენერგოსისტემაში საგრძნობლად გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება. მოხმარების აღნიშნული მაჩვენებელი 12%-ით აღემატება შარშანდელი ანალოგიური პერიოდის სიდიდეს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, საქართველოს ენერგოსისტემის ზაფხულის პიკური მოხმარების ზრდის ტემპი აჭარბებს ზამთრის პიკურიმ ოხმარების ზრდის ტემპებს და ეს ტენდენცია მომდევნო წლების განმავლობაშიც შენარჩუნდება.



ბეჭდვა