თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
09:38 04.07.2018
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო დღეს, 4 ივლისს დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კერძოდ, შეზღუდვა შეეხება:

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩარატების გამო 01 საათიდან 06 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვალეს და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩარატების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის და ჭოპორტის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩარატების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების, ონიანის, ხაჩატურიანის, არველაძის, კალანდაძის, წალენჯიხის, მებაღიშვილის, მიქელაძის, ნანეიშვილის, ტოლენჯის, აფანასიევის, დურმიშიძის, შერვაშიძის და ამირეჯიბის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩარატების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.



ბეჭდვა