რიგით მოქალაქეებს დახურული N 7 პენიტენციური დაწესებულების ნახვა 5 დღის განმავლობაში შეეძლებათ
რიგით მოქალაქეებს დახურული N 7 პენიტენციური დაწესებულების ნახვა 5 დღის განმავლობაში შეეძლებათ
21:47 02.07.2018
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს, ასევე, ნებისმიერ მოქალაქეს, ამ კვირის განმავლობაში დაათვალიერონ ყოფილი N 7 პენიტენციური დაწესებულება, პარასკევის ჩათვლით 12 საათიდან 17 საათამდე.

ამისათვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვა, რომლის ასაღებადაც დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ მისამართზე: ზურაბ ანჯაფარიძის 27; ტელ. 995 32 23 12 734, info@moc.gov.ge.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა N 7 პენიტენციური დაწესებულება დღეს, 2 ივლისს დახურა.

ბეჭდვა