მობილური ექსტენციის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში ფერმერები კონსულტაციებს იღებენ
მობილური ექსტენციის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში ფერმერები კონსულტაციებს იღებენ
17:40 02.07.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, მარტვილის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის სოფლებში ფერმერებს სპეციალისტებმა კონსულტაციები გაუწიეს. ფერმერებს ინფორმაცია მიეწოდათ მცენარეთა დაცვის, კენკროვანი კულტურების მოვლა-მოყვანის და ვეტერინარიის მიმართულებებით. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა და სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილობრივების მეურნეობები დაათვალიერეს და დაინტერესებულ პირებს დარგის განვითარების მხარდამჭერი სახელმწიფოს პროგრამები გააცნეს.
პროექტი „მობილური ექსტენცია“ 2016 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. პროექტის მიზანი ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერა, მათთვის სახელმწიფო პროგრამების გაცნობა და კონსულტაციების გაწევაა.


ბეჭდვა