საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თელავში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მთავრობაში სრული მობილიზაციაა გამოცხადებული, ასევე, დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების აღსადგენად შესაბამისი თანხებიც გამოყოფილია.
„ყველა სახლი აღდგება და უკეთესად გაკეთებულს ჩაგაბარებთ“ - აღნიშნა მოსახლეობასთან საუბრისას სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ქალაქში დღეიდან ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება დაიწყება, ხოლო ხვალიდან - გაზმომარაგების.
დღესვე, სააკაშვილმა კახეთის გუბრენატორს გიორგი ღვინიაშვილს დავალება მისცა, ყველა იმ ოჯახების სია შეადგინოს, რომელთა სახლებსაც წუხანდელმა ქარიშხალმა სახურავები გადახადა. სახლის შეკეთებამდე, ისინი ალტერნატიულ საცხოვრებელში განთავსდებიან.
პრეზიდეტმა თელავის ბავშთა სახლიც მოინახულა, სადაც სტიქიამ ხეები წააქცია, თუმცა, შენობა დაზიანებული არ არის.
ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარიშხალმა ღამით კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში დააზიანა რაიონული ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები და მოსავალი გაანადგურა.
