საქართველო უსაფრთხო ქვეყნებს შორის მე-17 ადგილზეა
საქართველო უსაფრთხო ქვეყნებს შორის მე-17 ადგილზეა
18:31 29.06.2018

Gallup -ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველო უსაფრთხო ქვეყანათა რიცხვში მე-17

ადგილზეა.

 

 

კვლევა „მსოფლიო მართლწესრიგი - 2018“ მსოფლიოს 142 ქვეყანაში ჩატარდა და მისი მიზანი ქვეყნებში მართლწესრიგის ინდექსის დადგენაა.

 

რეიტინგში საქართველოს ქულა 87-ით განისაზღვრა. ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად 97 ქულით სინგაპური დასახელდა.  ათეულში მოხვდნენ: ნორვეგია, ისლანდია, ფინეთი, უზბეკეთი, ჰონგ-კონგი, შვეიცარია, კანადა, ინდონეზია, დანია.

რეიტინგში ყველაზე დაბალი - 44 ქულა ვენესუელას აქვს. საფრთხის შემცველი ქვეყნების ათეულში შედიან: ავღანეთი, სამხრეთ სუდანი, გაბონი, ლიბერია, სამხრეთ აფრიკა, მექსიკა, დომინიკის რესპუბლიკა, ბოსტვანა და სიერა ლეონე.

მართლწესრიგის ინდექსის დასადგენად მოქალაქეებს შემდეგ შეკითხვებს უსვამდნენ:

 

•             იმ ქალაქსა და ადგილას, სადაც თქვენ ცხოვრობთ, გაქვთ თუ არა ნდობა ადგილობრივი პოლიციის მიმართ?

•             გრძნობთ თუ არა თავს უსაფრთხოდ, როდესაც ღამით მარტო სეირნობთ?

•             ბოლო 12 თვის განმავლობაში მოუპარავთ თუ არა თქვენთვის ან თქვენი ოჯახის წევრისთვის ფული ან რაიმე ნივთი?

•             ბოლო 12 თვის განმავლობაში ყოფილხართ თუ არა საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ან თავდასხმის მსხვერპლი?

 

მართლწესრიგის ინდექსის გასაზომად, სულ 148 000 მოქალაქე გამოიკითხა,  როგორც სატელეფონო, ისე პირისპირ ინტერვიუებით. თითოეული ქვეყნიდან დაახლოებით  1 000 ადამიანი. მათი ასაკი 15 წელი ან მეტია. გამოკითხვა 142 ქვეყანაში ჩატარდა, ცდომილების ზღვარი ±2.1 დან ±5.6 -მდეა. კვლევის სანდოობა კი 95%-ია.

ბეჭდვა